Ion 540™ Kit-Chef (2 სექვენირების რეაქცია დამოუკიდებელი ინიციალიზაციისას)
კატალოგის ნომერი: A30011
აღწერა:
Ion 540™ Chef-ნაკრები საშუალებას იძლევა სექვენირებისთვის საჭირო ნიმუში მომზადდეს ავტომატიზებულ რეჟიმში. ნაკრები გათვლილია 200 აზოტოვანი ფუძის სიგრძის ფრაგმენტების ბიბლიოთეკის მოსამზადებლად, რომელთა სექვენირება მომდევნო ეტაპზე ხორციელდება Ion S5™ ან Ion S5™ XL სექვენირების პლატფორმებზე. Ion 540 ნაკრები მოიცავს წინასწარ დაკომპლექტებულ რეაგენტების კარტრიჯს, რომელსაც ინტეგრირებული აქვს ნიმუშის კონტროლის, მიწოდების და ავტომატური პროტოკოლის მართვის ფუნქციები. ნაკრებით შესაძლებელია ჩიპებზე დატანილი 8 ნიმუშის სექვენირება. ნაკრები შეიცავს საკმარის რეაგენტებს 4 ინიციალიზაციისა და 8 სექვენირების რეაქციისთვის Ion S5 ან Ion S5 XL სისტემებზე.
Ion 540 ნაკრები Ion Chef და Ion S5/Ion S5 XL სისტემებისთვის:
- უზრუნველყოფს მატრიცების მომზადებას და ჩიპის ჩატვირთვას, ბიბლიოთეკის რიდების სიგრძე 200 აზოტოვანი ფუძე;
 - ამარტივებს კვლევას გამოყენებისთვის მზა, ერთჯერადი რეაგენტების კარტრიჯებით;
 - სწრაფი და მარტივი პროტოკოლი, 15 წუთზე ნაკლები დრო რეაქციის მოსამზადებლად;
 - მიღებული აკურატული მონაცემები აუმჯობესებს შედეგების ანალიზის და ინტერპრეტაციის შესაძლებლობებს.
 
სპეციფიკაციები:
| 
			 პროდუქტის ხაზი:  | 
			
			 Ion 540™  | 
		
|---|---|
| 
			 პროდუქტის ზომა:  | 
			
			 8 რეაქცია  | 
		
| 
			 პროტოკოლის ეტაპი:  | 
			
			 მატრიცის მომზადება  | 
		
| 
			 ტრანსპორტირების პირობები:  | 
			
			 ოთახის ტემპერატურა ან ყინული  | 
		
